ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრას მართავენ. პოლიტიკოსების განცხადებით ეს არის მორიგი შეხვედრა სადაც სამოქმედო გეგმას განიხილავენ, ასევე განიხილება გაწერილი შეთავაზების პუნქტები რომელიც ბარიერ გადალახულმა პარტიებმა ფალისფიტატორ ელჩებს გააცნეს. პოლიტიკოსების განცხადებით დღევანდელი შეხვედრის ერთ ერთი მთავარი მიზანი აღნიშნული პუნქტების ბარიერ გადაულახავი პარტიებისთვის გაცნობაა რათა არ დაირღვეს ოპოზიციური სპექტრის ერთიანობა.