ლექსუსი ჩუმია და სწორედ ამითაა ცნობილი. ახლა კი, "ლექსუსმა" ახალი LS-ის გამოშვებით ხმა აიმაღლა. არა მხოლოდ ვიზუალურად - ხმას V6 ჰიბრიდიც სიამოვნებით უწევსუდაბნოში ქვიშის მარცვლების დათვლა უაზრო საქმიანობა და დროის ფუჭად კარგვაა. იმის დათვლა კი ნამდვილად საინტერესოა, რამდენი LS გაყიდა "ლექსუსმა" გერმანიაში 2017 წელს. ეს ბევრ დროს არ წაგართმევთ, დასათვლელად ორივე ხელის თითები გეყოფათ."ტოიოტას" ძვირფას შვილობილ კომპანიას ეს ამბავი ნაკლებად ადარდებს, რადგან "ლექსუსის" საქმეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან კარგად მიდის.ნახეთ, რა შეუძლია ახალ LS-ს - "ლექსუსის" მდიდრული სედანის მეხუთე თაობას.