პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. მაჟორიტარების წარდგენა 18:00 საათზე, მცხეთაში, არსუკიძის ქუჩაზე მდებარე მოედანზე მოხდება. როგორც ლელოში აცხადებენ კანდიდატების წარდგენის ღონისძიებას პარტიის ლიდერების და წევრების გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.