"ლეოგრანდის" საქმეზე ბრალდებულების წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი მიქელაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, რადგან იმ საწყობს ხელმძღვანელობდა, რომელიც სასტუმროს გარეთ იყო განთავსებული. რაც შეეხება ადგილს, სადაც ცეცხლი გაჩნდა, დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ საწყობი შენობაში კუსტარულად იყო მოწყობილი და მისი კონტროლი ბრალდებულის პასუხისმგებლობა არ იყო. თავს უდანაშაულოდ ცნობს ამ საქმეზე მეორე ბრალდებულიც, სასტუმროს მენეჯერი ფათიჰ იაუზიც. აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარეს არ წარუდგენია. საკითხი თავად მოსამართლემ დააყენა. დაკავებულებს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 219- და 220- მუხლებით ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.