ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ირაკლი ღლონტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდომლობა, ღლონტისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
პროკურატურის მოთხოვნას დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა და ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს გამოყენებას სთავაზობდა.
პროცესს თავდაპირველად ბრალდებულიც ესწრებოდა, თუმცა მას მოსამართლემ დარბაზი დაატოვებინა. ირაკლი ღლონტის გაძევების მიზეზი პროკურის შეურაცხყოფა გახდა, რომელსაც ბრალდებულმა ლაწირაკი უწოდა.