იურისტი, ლევან ალაფიშვილი მთავრობას კიდევ ერთხელ მიმართავს, რომ ანაკლიის პროეტის სახალხო პროექტად გადაქცევა უზრუნველყოს. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 4 თვის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა, საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობას და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, წერილობით მიმართეს, რათა ანაკლიის პორტის განვითარებაში საზოგადოება აქტიურად ჩაერთულიყო. თუმცა, როგორც იურისტი ამბობს კონსორციუმისა და მთავრობის მხრიდან აღნიშნულ ინიციატივას გამოხმაურება არ მოჰყოლია.