ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საწვავის ბაზარზე არსებული სიტუაცია, პროგნოზები, იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგების, ასევე მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები განიხილეს. ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილმა საწვავის დისტრიბუტორ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საწვავის ბაზარზე სრულფასოვანი, კონკურენტული გარემო უნდა გვქონდეს და შესაძლებელი იყოს გაძვირებული საწვავის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად იაფ და ხელსაყრელ პირობებში მიწოდება. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კომუნიკაცია მიმდინარე კვირაში საწვავის უფრო მსხვილი ქსელების წარმომადგენლებთან გაგრძელდება.