გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო საჭიროების შემთხვევაში ხორბლის მარაგებს ალტერნატიული წყაროებიდან და უფრო შორს მდებარე გეოგრაფიული არეალებიდანაც შეივსებს. როგორც დავითაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის ქვეყანაში ხორბლის მარაგები არსებობს და ასევე არის საკმარისი დრო მათ შესავსებადაც.
ამასთან, როგორც მინისტრი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში გარკვეული გამოწვევები არსებობს, საქართველოს მოსახლეობას ყველა სახის სასურსათო პროდუქტზე შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა აქვს. ყველაზე დიდ გამოწვევას მკაცრი საკარანტინო ზონების სურსათით