გარემოს დაცვისა და სოლის მეორნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ მომენტისთვის სვანეთში მოსახლეობის სურსათითა და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, რეგიონში არანაირი პროდუქტის დეფიციტი არ შეინიშნება და მუნიციპალიტეტში დისტრიბუცია შეუფერხებლად მუშაობს.