საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს პროექტი „ფინანსური, საექსტენციო და კოოპერაციული ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ფერმერებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ექსტენციის სერვისების გაუმჯობესებასა და კოოპერატივების განვითარებას.
პროექტი ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული.