რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობს.მისი თქმით, პაციენტებიდან ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე ინფორმაციით რესპუბლიკურ საავადმყოფოში აფხაზეთიდან გადმოყვანილი კორონავირუსიანი პაციენტიც მკურნალობს რომელიც სამედიცინო პერსონალია.
გოფოძის ინფორმაციიტ პაციენტი მკურნალობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ იქ ვეღარ მართეს სიტუაცია და 1-ელ აგვისტოს რუხის კლინიკაში იქნა გადმოყვანილი. ვითარების სირთულიდან გამოდმინარე მისი გადმოყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გახდა საჭირო.
ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანი პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის გაუმჯობესებულია.