ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველ გამარჯვებულს, ლევან გორგაძეს, იმპერატორის თასი იაპონიის განათლების, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიების მინისტრმა საზეიმოდ გადასცა. ტოკიოში, გამართულ საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა ლევან ცინცაძემ. ქართველი სუმოისტის უპრეცედენტო გამარჯვება ქართველ ხალხს მიულოცა საქართველოს ვიცე - პრემიერმა,და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. ქართველი სპორტსმენმა იმპერატორის თასის მოპოვება პირველად მოახერხა. ტოჩინოშინი 13 გამარჯვებით და 1 მარცხით ერთი ტურით ადრე გახდა გამარჯვებული.