ქართველი მშვიდობისმყოფელები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. გაცილების ცერემონიალი ალექსეევკის შერეულ საავიაციო ესკადრელიაში გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ოცეულს მისიის წარმატებით შესრულება უსურვა და საერთაშორისო ოპერაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.