31 აგვისტო მშვიდობისმყოფელის დღეა. საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს დღევანდელი დღე თავდაცვის მინისტრმა გენერალური შტაბის მართვის ცენტრიდან მიულოცა. მინისტრმა ავღანეთში, მალიში და ცენტრალური აფრიკაში დისლოცირებულ მშვიდობისმყოფელებს ტელეხიდის საშუალებით მიმართა და მათგან ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ქართველ სამშვიდობოებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.