პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოველწლიური ანგარიშს მოუსმინეს. ლევან იზორიამ დეპუტატებს თავდაცვის უწყებაში გატარებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
"ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმები აბსოლუტურ თანხვედრაშია ნატო-ს მიერ განსაზღვრულ სტრატეგიებთან. ჩვენ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ამ რეფორმებით ვართ თავსებადი ნატო-სთან არა მხოლოდ განცხადებებში, არამედ მოქმედებებში", - განაცხადა ლევან იზორიამ.