უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე ლევან მურუსიძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა. უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოსამართლეებზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით მიიღო ინფორმაცია.მურუსიძის განცხადებით, მოსამართლეებს წერილები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის სახელით მოუვიდათ.