თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინკაში 53 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან ახალი კორონავირუსი 23-ს აღენიშნება.
რატიანმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 63 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გუშინ სასუნთქი აპარატიდან მოიხსნა, სტაბილურია.
მკვეთრად გაუმჯობესებულია 80 წლის ქალის ჯანმრთელობაც. თუმცა რთულია მარნეულის კლასტერიდან შეყვანილი 79 წლის ქალბატონის ვითარება. ექიმის მას კრიტიკულად აფასებს.
რაც შეეხება ახალშობილებს საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ხუთი ახალსობილის მდგომარეობა სტაბილურია.