ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ბრალდებულების ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ განუცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების თანახმად, ორივე ბრალდებულს სასჯელის ვადა შეუმცირდა.კერძოდ, "როსტოს" რეალური სასჯელის ვადად სამი წელი განესაზღვრა. აგრეთვე მას 40 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა და 4-წლიანი პირობითი სასჯელის მოხდა მოუწევს.რაც შეეხება ლაშა კურტანიძეს, მას რეალური სასჯელის ვადად ერთი წელი განესაზღვრა. დამატებით კი მასაც 40 ათას ლარიანი ჯარიმა და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი დაეკისრა. ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოში დამტკიცდა.საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან როსტოშვილს - 8 წლით, მსახიობ ლაშა კურტანიძეს კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.