„ევროპული საქართველოს“ წევრის, ლევან თარხნიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლით ცდილობს, გაემიჯნოს იმ პასუხისმგებლობას, რაც მას მძიმე სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისის გამო ეკისრება.
თარხნიშვილის ვარაუდით, „ქართულ ოცნებაში“ ერთიანობის შენარჩუნება გაუჭირდებათ და „პირველობაზე კახა კალაძეს, გიორგი გახარიასა და ირაკლი კობახიძეს შორის დიდი ბრძოლა გაიმართება“.