ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. თოფაძეების ოჯახის ადვოკატის გიორგი ანთიძის ინფორმაციით, თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი, პროკურატურის გადაწყვეტილებით გუშინ გვიან ღამით მიანიჭეს. შესაბამისად დაზარალებულ მხარეს უფლება ენიჭება გაეცნოს საქმის მასალებს.
რაც შეეხება ბუსა ჟვანიას, როგორც ირკვევა მას ბრალდების კვალიფიკაცია შეეცვლა და ამ დროისთვის ბრალი მკვლელობის მცდელობისთვის აქვს წაყენებული. შეგახსენებთ, ყოფილი დეპუტატის გოგო თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც. ბუსა ჟვანიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.