22 წლის ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე ბუსა ჟვანიას, სავარაუდოდ, ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. დაზარალებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
გოგი თოფაძის შვილიშვილს ფილტვისა და კისრის არეში 4 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, მას ოპერაცია დასჭირდა და მის მდგმარეობას ექიმები სტაბილურად მძიმედ აფასებენ. დაჭრილია ჟვანიაც, თუმცა მსუბუქად.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.