20:21
25 სექტემბერი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ბუსა ჟვანიას პატიმრობა შეეფარდა
04-08-2020

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

სასამართლო პროცესზე თავად ბრალდებულს სიტყვით არ უსარგებლია. მოსამართლის კითხვაზე, არის თუ არა დასაქმებული და სად, უპასუხა, რომ „ეროვნულ ბანკში სპეციალისტად მუშაობს“.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე ორი დღის წინ დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. მსუბუქად დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც.

ბუსა ჟვანიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.

AutoPlay
პრემიერი საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს მცხოვრებ თანამემეამულეებს - ერთად შეგვიძლია შევქმნათ უკეთესი მომავალი
გამოქვეყნდა 20 წუთის წინ
გიორგი გახარია - საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ - საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას!
გამოქვეყნდა 21 წუთის წინ
პარიზში "შარლი ებდოს" ყოფილ ოფისთან 4 ადამიანი დაჭრეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის მამაკაცია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გიგი წერეთელი - ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა არჩევნებზე დარღვევების, ძალადობისა და მოსყიდვის ფაქტების მინიმიზება მოხდეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
რომან გოცირიძე - მთავრობას ლარიც გაექცა და ვირუსიც
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები