დაჭრილი ლევან თოფაძის მამის, ირაკლი თოფაძის განცხადებით, ოთახი, სადაც დაჭრის ფაქტი მოხდა, კვლავ დალუქულია და შემთხვევის დღის შემდეგ იქ საგამოძიებო უწყებიდან არავინ მისულა. მისი თქმით, გამოკითხვაზე არც თვითონ და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი ჯერჯერობით არ დაუბარებიათ.
რაც შეეხება დაჭრილი ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ირაკლი თოფაძის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.