ხეჩინაშვილის კლინიკის კლინიკური მენეჯერის, ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ამ დროისათვის ორივე პაციენტი, ლევან თოფაძე და ბუსა ჟვანია კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც კვაჭაძემ აღნიშნა, ერთი პაციენტი ამ დროისათვის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, მეორე კი ქირურგიულ დეპარტამენტში აგრძელებს მკურნალობს. კვაჭაძე ასევე არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი პაციენტი რამდენიმე დღეში გაწერონ. მისივე ინფორმაციით ამ დროისათვის არცერთ პაციენტს არანაირი დამატებითი ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება.
ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.