Levi’s - მოდის ტენდენციები ეპოქასთან ერთად ცვლის ჩაცმულობისს ტილს, ტანსაცმლის მოყვანილობას, სიგრძეს, ფორმებს, სხეულის ცალკეული ნაწილის ხაზგასმით ან დაფარვით ამა თუ იმ ფერის წამოწევით ან სულაც მივიწყებით. თუმცა ბრენდს, რომელზეც დღეს უნდა მოგითხროთ საუკუნე ნახევარზე მეტია მსოფლიო უცვლელი სახელით იცნობს და ყველაზე მრავალფეროვანი მომხმარებლებით იწონებს თავს - ლევი სტრაუსი ან ლევაი შტრაუსი - როგორ თქვენთვის უმჯობესია - ჯინსების მწარმოებელი კომპანია ნებისმიერი ასაკისა და სქესის წარმომადგენელთათვის სტილის, კომფორტის, ფუნქციურობისა და მოხერხებულობის ექვივალენტია. ჯინსებმა სხვადასხვა ეტაპი გაიარეს და მათი პოპულარობის მასშტაბები რამდენჯერმე რადიკალურად შეიცვალა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა ჯინსის ტანსაცმელზე თუნდაც მისი გამძლეობიდან გამომდინარე ყოველთვის იყო. თუმცა სანამ ბრენდის მასშტაბებს შევეხები ისტორიას გადავხედოთ, საიდანაც ჯინსების თაობა წამოვიდა.
ლეიბ შტრაუსი - მრავალშვილიან ოჯახში 1829 წელს ბავარიაში დაბადებული და გაზრდილი ებრაული წარმომავლობის ბიჭუნა, რომელსაც გარკვეული პერიოდი რთულ პირობებში იზრდებოდა უსახსრობისა და უამრავი ცხოვრეისეული პრობლემის გამო. მამა ძალიან ადრე დაეღუპა და 7 შვილის აღზრდამ დედამისის, რებეკა ჰანსის მხრებზე გადაიარა. 40-აინ წლებში, როდესაც ლევი 11 წლის იყო უფროსმა ძმებმა გადაწყვიტეს ამერიკაში წასვლა უკეთესი ცხოვრების საძიებლად და გარკვეული დანაზოგით შტატებში საკუთარი ბიზნესის წამოწყება მოახერხეს, კერძოდ კი საგალანტერეო მაღაზია „ჯი შტრაუს ბრაზერ ენდ კომ“-ი გახსნეს. რამდენიმე წელიწადში შტრაუსების ოჯახის დანარჩენი წევრებიც შეუერთდნენ მათ წამოწყებას და ამერიკულ ცხოვრებას ეზიარნენ. ადგილობრივ ყაიდას მორგებულმა სტრაუსმა სახელიც შეიცვალა და ახლა ლევით იწოდებოდა. მას საკმაოდ პატარა ასაკიდან მოუწია მუშაობა. პირველ ეტატპზე აქიტიურად ედგა გვერდში უფროს ძმებს ოჯახური ბიზნესის განსავითარებლად და როგორც აღმოჩნდა ვაჭრობაში ჩვენი გადაცემის გმირი განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოვებული. ბიჭს ძალიან კარგად გამოსდიოდა ნებისმიერი ნივთის გაყიდვა, ამიტომ აქ მუშაობა გარკვეულწილად ინტერესად გადაექცა. როდესაც უფროსმა ძმებმა გადაწყვიტეს რომ ბიზნესი ქვეყნის გარეთ გაეფართოვებინათ მთავარ რეალიზატორად ლევისი დანიშნეს.