საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარეშე არსებობა დღეს წარმოუდგენლად მიგვაჩნია და მასზე ხელმისაწვდომობაც იმდენად გაიზარდა, რომ შეიძლება მხოლოდ მცირედი ტექნიკური სხვაობა იყოს მწარმოებელთა შორის. კონკურენცია ბაზარზე საკმაოდ მაღალია, ამიტომ თითოეული მათგანი ცდილობს შექმნას უნიკალური პროდუქტი ან კონკრეტული წარმოებით კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს საკუთარი ქვეყანა.
წინა საუკუნეში ტექნოლოგიური განვითარების პროცესი ძალიან დიდი სისწრაფით მიდიოდა, რასაც გარკვეული წინაპირობაც ჰქონდა და მოცემული ეპოქის მოთხოვნებმაც დიდი როლი ითამაშა. დღესდღეობით ტექნიკის მწარმოებელთა შორის განსაკუთრებით აღმოსავლეთი ლიდერობს და მათგან თქვენს ყურადღებას ყველაზე ცნობილ ბრენდზე შევაჩერებთ რომლის ლოგოთი ერთი ნივთი მაინც გექნებათ სახლში. მხოლოდ ორი ინიციალით გამოხატული კორპორაცია რომელიც ასეთი სასურველი გახდა ყველასთვის.
სამხრეთ კორეის სახელგანთქმული ბრენდი LG დღესდღეობით აწარმოებს ტელევიზორებს, სახლის კინოთეატრს, მაცივრებს, სარეცხ მანქანას, კომპიუტერი მონიტორებს, გადამტან საშუალებებს (носимые устройства), მზის მოდულებს, ინტელექტუალურ ტექნიკას და სმარტფოებს. LG გრუპის დაქვემდებარებაშია LG Electronics, Zenith, LG Display, LG Uplus, LG Innotek, LG Chem и LG Energy Solution რომელთა წარმომადგენოლობა 80-ზე მეტ ქვეყანაშია.