"ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა. აღნიშნულის შესახებ რეესტრში მონაცემები უკვე აისახა. კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის - „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპის“ გადაწყვეტილებით, საბჭოს დატოვებს დავით შონია. როგორც რეესტრშია მითითებული, შონიამ წასვლის შესახებ კომპანიას თავად მიმართა.
შეგახსენებთ, რომ დავით შონია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს.
რეესტრის ბოლო მონაცემებით, „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/წევრი - ირაკლი ოთარ რუხაძე, ხოლო წევრები დავით შონიას გარდა - მამუკა წერეთელი, მაგდა მაღრაძე და მურთაზ კიკორია არიან.