ლიბიაში, სავარაუდოდ, ორმა პირმა სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. უცხოური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 118 ადამიანი იმყოფება. ბოლო ინფორმაციით, გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ მალტაში დაეშვა. გამტაცებლები ლაინერის აფეთქებით იმუქრებიან.