ამერიკელი მილიარდერი ჯეფ ბეზოსი, რომელიც Forbes-ის რეიტინგით თანამედროვეობის უმდიდრეს ადამიანად ითვლება, მართლაც უნიკალური ბიზნესმენია, რადგან არა მხოლოდ უმსხვილესი კომპანია Amazon-ი შექმნა, არამედ ბავშვობის ოცნებაც აისრულა და 2021 წლის 20 ივლისს მეტად თავშესაქცევი მოგზაურობა მოაწყო კოსმოსში. აღსანიშნავია, სუბორბიტალურ გაფრენამდე 2 კვირით ადრე ბეზოსმა ხელმძღვანელის პოსტი დატოვა კომპანიაში, რომელმაც არა მხოლოდ სახელი და აღიარება მოუტანა, არამედ პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცია.
ბიზნესმენის ბიოგრაფია, რომლის ქონება 206 მილიარდ დოლარს შეადგენს - წარმატების კლასიკური ისტორიაა, რადგან კოლეგების მსგავსად მანაც საკუთარი საქმის სასარგებლოდ თქვა უარი წარმატებულ კომპანიაში კარიერის გაკეთებაზე და ავტოფარეხში წამოიწყო Amazon-ის იმპერიის შენება. თუმცა, დღეს ალტრუისტული ჩანაფიქრი, რომელიც მცირე წიგნის მაღაზიით დაიწყო პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა 3-ტრილიონიანი კაპიტალით.