ახალი ამერიკული ბატალიონის დისლოცირება ლიეტუვაში ნოემბერში განხორციელდება და ჯარისკაცები ქვეყანაში 2021 წლის ივნისის შუა რიცხვებამდე დარჩებიან - აცხადებს ლიეტუვას თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი. მისივე თქმით, ახალი ბატალიონით მოხდება იმ ჯარისკაცების ჩანაცვლება, რომლებიც ლიეტუვაში, ბელარუსის საზღვართან, 4 სექტემბერს 2 თვით განათავსეს.
„ეს გადაწყვეტილება ბელარუსში არსებულ სიტუაციასთან არ არის დაკავშირებული,“- აღნიშნა ლიეტუვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.