სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლიმონათის 4 მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, შემოწმების პროცესში გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის ფაქტები და სხვა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც თბილისში მოქმედ მცირე წარმოებებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, უალკოჰოლო სასმელების საწარმოებში 37 ინსპექტირება განახორციელა. ეტიკეტირების წესის დარღვევის და არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო დაჯარიმდა 9 ბიზნესოპერატორი. მათ შორის, კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა 4 ბიზნესოპერატორი.