ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, დასავლეთი ყოველთვის რეაგირებს ძალის გამოყენების ყველა იმ მცდელობაზე, რაც ე.წ. ბორდერიზაციას და ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. არჩევნების ჩატარებას შეეხება. მისი თქმით, თბილისში, საერთაშორისო კონფერენციის "Now What?" ფარგლებში, ეს საკითხიც განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციას მეორე დღეა მასპინძლობს. კონფრენციის სტუმართა შორის არიან მაღალი რანგის დიპლომატები, საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები