მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში "ლივერპულმა" "მონტერეი" 2:1 დაამარცხა და 21 დეკემბერს ფინალში "ფლამენგოს" შეხვდება. ავადმყოფობის გამო მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო "ლივერპულის" მცველმა ვირგილ ვან დეიკმა და ამას გარდა, მწვრთნელმა იურგენ კლოპმა სადიო მანე და რობერტო ფირმინო სასტარტოში არ დააყენა, ეს უკანასკნელი 85-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე და გამარჯვების გოლიც გაიტანა. ბობიმ თავის გამოჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 91-ე წუთზე შეძლო და საკუთარ გუნდს ფინალის საგზური მოუტანა.