ლონდონის მერმა დაბლოკა პროექტი სახელწოდებით „ტიტა“, რომელიც ლონდონის საქმიან უბანში „სიტი“ ულტრათანამედროვე ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს. განმარტებით წერილში ნათქვამია, რომ შენობა ვიზუალურად არ შეესაბამება ქალაქის მოთხოვნებს და ისტორიულ გარემოსა და ქალაქის იმიჯს დააზიანებს.
ცნობისთვის, პროექტი 304 მეტრის სიმაღლის შენობის მშენებლობას გულისხმობდა, რომელიც ევროპაში რიგით მეორე ყველაზე მაღალი ცათამბჯენი გახდებოდა და მისი გახსნა 2025 წლისთვის იგეგმებოდა. ამასთან, ცათამბჯენში გათვალისწინებული იყო ქალაქის სათვალთვალო სივრცე, რესტორანი და საგანმანათლებლო სივრცეები ბავშვებისთვის.