ლონდონის მთავარი ღირსშესანიშნაობა ბიგ-ბენი 2019 წლის 11 ივნისს 160 წლის გახდა. ბიგ-ბენის შენობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ბიგ ბენის აღდგენითი სამუშაოების დაწყებიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ლონდონის სახელგანთქმული საათის გამოსახულება ლურჯი ფერის იქნება. საათის ციფერბლატები და გამოსახულება ლურჯი ფერის 4 სხვადასხვა ჩრდილს შეიცავდა 1930 წლამდე, როდესაც საათი პირველად შავად შეღებეს. ლონდონის მთავარი ღირშესანიშნაობა სარემონტოდ 2017 წლის აგვისტოში დაკეტეს.
აღსანიშნავია,რომ 2021 წლამდე ბიგ-ბენი იშვიათი გამონაკლების გარდა არ იმუშავებს. საათების მთავარი მცველის, სტივ ჯაგზის განცხადებით, სამუშაოების შედეგად განხორციელდება ბიგ-ბენის და ელისაბედ პირველის კოშკის რეკონსტრუქცია, რომელიც 1859 წელს აშენდა.