მსოფლიო ფინანსური ცენტრის სტატუსი, რომელიც აქამდე დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს, ლონდონს ჰქონდა, ამიერიდან ნიუ-იორკს მიენიჭა. ამის მთავარ მიზეზად კი, როგორც Financial Times-ი ფინანსური სექტორის ტოპ-მენეჯერების გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა სახელდება.
როგორც გაირკვა, ლონდონმა 2018 წელთან შედარებით, მიმზიდველობა 53%-დან 19%-მდე დაკარგა, მაშინ როცა 56% გლობალურ ფინანსურ ცენტრად ნიუ-იორკს მიიჩნევს.
როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა, ამ ვადამ არაერთხელ გადაიწია, ბრიტანელი დეპუტატები ვერ შეთანხმდნენ ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე. თუმცა, ახლა უკვე გადაწყვეტილია, რომ ქვეყანა ევროკავშირს ოფიციალურად რამდენიმე დღეში დატოვებს.