საუკუნეების წინ ცრუმორწმუნე ევროპელები გარეგნული იერით ან ხასიათის თავისებურებებით დაწუნებულ ცხოველებს ცოცხლად წვავდნენ კოცონზე. გამონაკლისი არც უცოდველი სალამანდრა აღმოჩნდა, რომელიც მხოლოდ ლორწოვანი ტყავის და ნაკლებად სიმპათიური გარეგნობის წყალობით აითვალწუნეს შუასაუკუნეების ევროპელებმა.სალამანდრა მეტწილად აღმოსავლეთ და დასავლეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში, ევრაზიის, სამხრეთ ამერიკის და აფრიკის ტენიან, დაჩრდილულ ტყეებში და მდინარის ნაპირზე იდებს ბინას ან მთაში მიძვრება 3 000 მეტრის სიმაღლეზე.