ლოს-ანჯელესში Emmy-ის დაჯილდოების გამარჯვებულები დაასახელეს. წლის საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში „სამეფო კარის თამაშებმა“ გაიმარჯვა.
HBO-ს სერიალის მერვე, დასკვნით სეზონთან ერთად ამ კატეგორიაში „სჯობს დაურეკოთ სოლს“ (Better Call Saul), „პირადი მცველი“ (Bodyguard), „სამეფო კარის თამაშები“ (Game of Thrones), „ევას მკვლელობისას“ (Killing Eve), „ოზარკი“ (Ozark), „პოზა“ (Pose), „მემკვიდრეობა“ (Succession) და „ეს ჩვენ ვართ“ (This Is Us) იყვნენ წარდგენილი.
დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი კაცი ბილი პორტერი გახდა ფილმიდან პოზა Emmy Awards-ის ისტორიაში პირველად გაიმარჯვა ღიად გეი, შავკანიანმა მსახიობმა და ამ ფაქტით გახარებულმა ბილმა დამსახურებული ჯილდო სცენაზე შეძახილით მიიღო.
ქალი კი ჯოდი კომერი გახდა სერიალიდან KILLING EVE („ევას მკვლელობისას“) გახდა.
წლის საუკეთესო მინი-სერიალი ასევე HBO-ს მიერ გადაღებული „ჩერნობილი“ გახდა. ატომურ რეაქტორზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ გადაღებულმა სერიალმა მინი-სერიალის საუკეთესო სცენარის და რეჟისურის კატეგორიებშიც გაიმარჯვა