ლოს ანჯელესში, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი დანით დაჭრეს. პოლიციის განცხადებით ეჭვმიტანილი სტუდენტია, რომელიც წინასწარი დაკავები იზოლატორშია გადაყვანილი. ადგილობრივი მედიის ცნობით ინციდენტი უნივერსიტეტში, საკლასო ოთახთან მოხდა. დანაშაულის ჩადენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. გამოძიება უკვე დაწყებულია.