Louis Vuitton-ის კაცის ხაზის დიზაინერი და Off-White-ის დამფუძნებელი, ვირჯილ აბლო 41 წლის ასაკში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.
აბლო პირველი შავკანიანი ხელოვანია, რომელიც Louis Vuitton-ის არტ-დირექტორი გახდა და ფრანგულ მოდაში ასეთი მაღალი ადგილი დაიკავა, თუმცა მისი სახელი მანამდეც ცნობილი იყო.
აბლომ 2012 წელს დააარსა Off-White, რომელიც როგორც ცნობილი ადამიანების, ისე ახალგარდების საყვარელ ბრენდად იქცა: რიანა, ბიონსე და ჯეი-ზი დიდი ხნის განმავლობაში Off-White-თან თანამშრომლობდნენ. ამასთანავე, Off-White-ის პარტნიორი კომპანიებს შორის იყვნენ Nike, Jimmy Choo და Champion.
აბლოს თავის პროექტებზე მუშაობა არც კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ შეუწყვეტია.