ლუდი სტაროპრამენის სიურპრიზები სმეგ მაცივრის გათამაშებით გაგრძელდა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონიალი „ისთ ფოინთის“ კარფურში გაიმართება.
მნიშნელოვანია, რომ გათამაშება კარფურის ქსელში მიმდინარეობდა და მონაწილეობას მაი ქლაბის ბარათების მფლობელები იღებდნენ . გათამაშება 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდა და სულ 1 229 ადამიანი მონაწილეობდა.
მონაწილეობისთვის ერთი მარტივი პირობა : ლუდის სტაროპრამენის ნებისმიერი შეფუთვის შეძენა და კარფურის ნებისმიერ მაღაზიაში მაი ქლაბის ბარათზე ლიტრების დაგროვება იყო.
გათამაშების შედგად გამარჯვებულები: ნანა ლებანიძე და მარიამ კაკულია გამოვლინდნენ.
აღსანიშნავია,რომ გათამაშებისთვის სტაროპრამენისა და სმეგის თანამშრომლობით მაცივარი საგანგებოდ შეიქმნა, რომელსაც ლუდისთვის განსაკუთრებული თარო აქვს და ისევე როგორც ლუდმა სტაროპრამენმა, მაცივარმაც პრაღის განწყობა შექმნა.