01:48
29 მაისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ლუდის, ალკოჰოლიანი და სპირტიანი სასმელის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება დროებით იკრძალება
01-04-2020

ლუდის, ალკოჰოლიანი და სპირტიანი სასმელის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება დროებით იკრძალება. ამის შესახებ მთავრობის 30 მარტის დადგენილებაშია აღნიშნული.

კერძოდ, დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელის, აგრეთვე სპირტიანი სასმელისა და ლუდის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. კერძოდ, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა; ასევე 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების სახლიდან გასვლა აიკრძალა.

ამასთან, 21:00 საათიდან 06:00-სთ-მდე ქვეყნის მასშტაბით, ქვეითად და მსუბუქი ავტომობილით მოძრაობაც იკრძალება. ასევე, 21:00-სთ-დან 06:00-სთ-მდე მხოლოდ აფთიაქების ფუნქციონირება იქნება ნებადართული.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები