Deutsche Lufthansa ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოუწევს ათასი პილოტის შემცირება 2021 წლის მეორე კვარტლისთვის, თუ პროფკავშირებთან არ იქნება მიღწეული შეთანხმება.
MarketWatch-ის ცნობით, ეს შეეხება 500 მმართველ და 500 მეორე პილოტს, რომლებიც დატოვებენ ავიაკომპანიას, შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, რომელიც ეხება სამუშაო გრაფიკების შემცირებას.
ყველა ავიაკომპანია, რომელიც შედის Lufthansa-ს ჯგუფში, პანდემიიდან გამომდინარე ფრენებზე მოთხოვნის შემცირების ფონზე ამცირებს რეისებს, ავიაპარკს და პერსონალს. წინასწარი პროგნოზით, კორნავირუსამდელ ნიშნულს ავიაგადაზიდვები მხოლოდ 2025 წელს დაუბრუნდება.