07:46
27 ოქტომბერი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Lufthansa-მ 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის სახელმწიფო ვალი დააბრუნა
13-10-2021

გერმანულმა უმსხვილესმა საავიციო კომპანიამ Lufthansa 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის სახელმწიფო ვალის დაბრუნება მოახერხა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

ამასთან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, კაპიტალის ზრდის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 2.1 მილიარდი ევრო შეადგინა, რამაც მას საშუალება მისცა სახელმწიფო ვალის ნაწილი დაეფარა. გარდა ამისა, როგორც Lufthansa-ში აღნიშნავენ, წლის ბოლომდე ავიაგადამყვანი კომპანია კიდევ 1 მილიარდი ოდენობის ვალს დაფარავს.

მიმდინარე წლის მაისში კომპანიამ განაცხადა, რომ აპირებდა 3 მილიარდი ევროს მოზიდვას მსხვილი ბანკებისგან სესხის აღების გზით, რათა დაეფარა სახელმწიფო ვალი.

ცნობისთვის, 2020 წლის 25 მაისს გერმანიის ხელისუფლებამ Lufthansa-სთან შეათანხმა დახმარების პირობები, რომელიც 9 მილაირდი ევროს დახმარებას ითვალისწინებდა, ერთი თვის შემდეგ კი მხარეები ამ პირობებზე შეთანხმდნენ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები