14:42
15 ივლისი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Lufthansa-მ პირველი კვარტალი 2.124 მლრდ ევროს ზარალით დაასრულა
04-06-2020

გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ 2020 წლის პირველი კვარტალი 2 მილიარდ 124 მილიონ ევროს ზარალით დაასრულა. კომპანიის შემოსავლები 18%-ით 6 მილიარდ 441 მილიონ ევრომდე შემცირდა.

მოთხოვნა საკმაოდ ნელი ტემპით იზრდება, შესაბამისად, კომპანიას კრიზისის დასაძლევად რესტრუქტურიზაცია მოუწევს. კერძოდ, Lufthansa აპირებს მნიშვნელოვნად შეამციროს ხარჯები და დააჩქაროს Austrian Airlines-ის და Brussels Airlines-ის რესტრუქტურიზაცია. კომპანიამ შესაძლოა, გაყიდოს არაერთი ძირითადი აქტივი.

როგორც ცნობილია, Lufthansa-s სამეთვალყურეო საბჭომ დაამტკიცა 9 მილიარდი ევრო ფინანსური ტრანში, რომელსაც კომპანია გერმანიის ეკონომიკური სტაბილურობის ფონდისგან (WSF) მიიღებს. შეთანხმების თანახმად, WSF მიიღებს Lufthansa–ს 20%-იან წილს და ორ ადგილს ავიაკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში, გარკვეულ შემთხვევაში კი სახელმწიფოს აქციების წილი შესაძლოა, 25%-მდე გაიზარდოს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები