კომიკოსი და მსახიობი ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სისხლის კიბოს დიაგნოზი ჰქონდა და საავადმყოფოში 19 იანვარს გადაიყვანეს.
ლუი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ჩნდებოდა ამერიკულ კომედიურ შოუებში. მისი გამოსვლები დიდი პოპულარობით სარგებლობა სთენდაფის სტილის იუმორის მოყვარულებს შორის, თუმცა, ანდერსონის სახელის საქვეყნოდ გავარდნა მაინც ანიმაციურ სერიალს, ცხოვრება ლუისთან ერთად, უკავშირდება. სერიალი 1995 წლიდან 1998 წლამდე გადიოდა ამერიკულ ტელეარხზე. ქართველმა მაყურებელმა ლუი პირველად 2000-იან წლებში გაიცნო და მაშინვე შეიყვარა; განსაკუთრებით პოპულარული გახდა ლუის მამის, ენდი ანდერსონის ფრაზები.
ანდერსონს ასევე ჰქონდა საკუთარი სიტკომი. ბევრისთვის უცნობია ფილმებში მისი შერულებული როლები, ერთ-ერთი გაორჩეული გახლავთ Baskets-ს სადაც 2016 წლიდან მონაწილეობდა და ქალის როლი ისე შთამბეჭდავად შეასრულა, რომ ემის ჯილდო დაიმსახურა.