კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლუის სუარესი იმაზე დიდხანს იუქმებს, ვიდრე ნავარაუდევი იყო. ურუგვაელმა დღეს მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ოთხი თვის ლაზარეთში გატარება მოუწევს. თავდაპირველი ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკელს 4-დან 6 კვირამდე უნდა ეუქმა, მაგრამ „ბარსელონას“ ვებგვერდმა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. ლუის სუარესმა ამ დრომდე 23 თამაშის ჩატარება მოასწრო და 14 გოლთან ერთად 11 საგოლე პასიც შეასრულა.