მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა თვითიზოლაცია დაარღვია და სერბეთში შეყვარებულის, სოფია მილოშევიჩის დაბადების დღეზე ჩავიდა. ამის გამო, სერბეთის პოლიციამ იოვიჩის წინაარმდეგ საქმის წარმოება დაიწყო და ადგილობრივი მედიის ცნობით, სასამართლოს წინაშე მოუწევს წარსდგომა.