ბელარუსში არავინ აპირებს დათმოს ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი-ამის შესახებ პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
"ჩვენ არც არასდროს გვინდოდა და არც ვაპირებთ რომელიმე ქვეყნის შემადგენელი ნაწილი გავხდეთ, მათ შორის არც მოძმე რუსეთის", - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ბელარუსი სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, რითაც ყველამ უნდა იამაყოს.
"ერთი რამ დაიმახსოვრეთ, მე ახლად მოსული არ ვარ. არ მსურს ყველა ის მიღწევა, რომელიც თქვენთან ერთად გვაქვს მოპოვებული, გავანადგუროთ. ჩვენ ავაშენეთ სუვერენული და თავისუფალი სახელმწიფო და ამას ვერავის მივცემთ. ეს არ მოხდება მანამ, სანამ მე აქ ვარ. ეს ჩვენი ქვეყანაა. ჩვენ ვართ სუვერენული და დამოუკიდებელი და ამით ყველამ უნდა იმაყოს", - განაცხადა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 8 დეკემბრისთვის, ბელარუსი და რუსეთი გეგმავენ ხელი მოაწერონ ხელშეკრულებას ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ. როგორც ბელარუსის ელჩმა რუსეთში, ვლადიმირ სიამაშკამ განაცხადა, ალექსანდრე ლუკაშენკომ და ვლადიმერ პუტინმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ორ ქვეყანას ერთიანი მთავრობა და პარლამენტი ეყოლება.