თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს პრემიერ მინისტრი პირად კონტროლზე აიყვანს. ეს დაპირება შვილმკვდარმა მამამ პირადად გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღო. ოჯახის ადვოკატი ამბობს რომ მათ მოთხოვნებს მთავრობის მეთაური უშუალოდ შეისწავლის და მოხდება რეაგირება. მტავრობის ადმინისტრაციაში მალხაზ მაჩალიკაშვილი ზაზა სარალიძესთან ერთად შევიდა, თუმცა კვირიკაშვილმა ისინი ცალცალკე მიიღო. მალხაზ მაჩალიკაშვილთან გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრას მაჩალიკაშვილის ადვოკატები მარიამ კუბლაშვილი და თამთა მიქელაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა შს მინისტრი გიორგი გახარია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავად მალხაზ მაჩალიკაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია.